- პროექტის სახელწოდება : დრო და დროის ერთეულები.
- პროექტის მთავარი იდეა (თემა)1–2 წინადადებით.უკეთესად შეიცნონ დროის არსი და შეძლონ დროის ეკონომიურად და დანიშნულებისამებრ გამოყენება ცხოვრებაში.
- პროექტის აქტუალობა: პროექტზე მუშაობის პროცესში მოსწავლეს უვითარდება თავისი საქმიანობის დაგეგმვის უნარი, იწაფება სამუშაოს დაგეგმარებისას დროის სნტერვალებზე მოქმედებების გამოყენებაში, დროის მომენტების გამოსახვაში. წარმოდგენილი პროექტების–დღის განრიგების შედარებისას შესაძლოა მოსწავლეს გაუჩნდეს ამა თუ იმ საქმიანობაზე (მაგალითად წიგნის კითხვაზე ან გაკვეთილების მომზადებაზე) მეტი დროის დახარჯვის ან სამუშაო დროის ულეთ გადანაწილების სურვილი.
- პროექტის მიზნები: მოსწავლემ შეძლოს ისრებიან ( ციფერბლატიან) და ელექტრონულ საათებზე დროის ამოცნობა, დასახელება, დროის ინტერვალების აღწერა, არითმეტიკული მოქმედებების საშუალებით დროისა და დროის ინტერვალების დადგენა, დროის ერთეულებს შორის კავშირის გამოყენება ამოცანების ამოხსნისას.
- მონაწილეთა ასაკი: 9–10 წელი.
- ვადები/ხანგრძლივობა: 3თვე.
- მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლე შეძლებს დროის სწორად გადანაწილებას და საჭიროებისამებრ გამოიყენებს მას.
- პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: თაბახის ფურცლები, კალამი, ფერადი ფანქრები,რვეული საათი (ციფერბლატიანი და ელექტრონული),ინტერნეტი...
- პროექტის მსვლელობა: (ძირითადი აქტივობები) მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად და მიეცემათ სხვადასხვა სახის დავალებები, მაგალითად:ა) გამოიკვლიონ თუ რატომაა განსხვავება დროში სხვადასხვა ქვეყნებს შორის, რომელი საათია ლონდონში, როცა ჩვენთან საათი უჩვენებს 16სთ–სა და 45წთ–ს. რატომ ხდება ასე? აქედან რომ გავფრინდეთ ლონდონში 17სთ–ზე, რომელი საათი იქნება იქ ჩაფრენისას? და ა. შ. მოსწავლეები მოიძიებენ ცნობებს დროის ერთეულებსა და კანონზომიერებებზე. ბ)რომელ საათზე უნდა გამოვიდნენ სახლიდან, რომ სკოლაში იყვნენ 10წთ–ით ადრე, ანუ 8სთ–სა და 50წთ–ზე. გ) რამდენი დღე–ღამეა 60 საათში? რატომ? დ) დააკვირდნენ რამდენ საათში ერთხელ მეორდება საათის ისრების განლაგება ციფერბლატზე და ა.შ.
- მოსწავლეები მასწავლებლი დახმარებით თავიანთ თემას აკავშირებენ სხვადასხვა საგნებთან. მაგალითად ბუნებასთან(რატომ ღამდება ადრე ზამთარში და გვიან ზაფხულობით...).გეოგრაფიასთან(გრინვიჩის მერიდიანი)...
- მოსწავლეები აკვირდებიან დროის მსვლელობას და ავსებენ ამ მონაცემებს გარკვეული დროის განმავლობაში . შემდეგ კი აკეთებენ პრეზენტაციას.
- პროექტის ხელმძღვანელი: მანიჟა ღონღაძე.
- ხელმძღვანელის ელ.ფოსტა manijagongadze@gmail.com
- პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: http://manijagongadze.blogspot.com/
ქვიშის საათი
Wednesday, November 16, 2011
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment